ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კულალისში ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის მოწყობა იგეგმება, მეორეზე კი სკოლის.
საბავშვო ბაღის მშენებლობაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი 120 ათასი ლარის ოდენობით.
ნინოწმინდის მერის მოადგილე არმენ ბდოიანმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანია მხოლოდ ფართის მოწყობაზეა პასუხისმგებელი, ავეჯზე კი ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება.
სატენდერო საბუთების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში.
განაცხადებები მიიღება 11-14 თებერვალს.