ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ შეტევა განახორციელა ლიბანის ტერიტორიიდან, რასაც გარკვეული მატერიალური ზარალი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეს არის ისრაელის პირველი ავიაიერიში მას შემდეგ, რაც სირიის საზღვრებზე, მათ შორის მაღლობების ზონაში, რუსეთმა და სირიამ ერთობლივი საავიაციო პატრულირება განახორციელეს.