10 მარტს თბილისში კინორეჟისორისა და მხატვრის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ყოველწლიური შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა.
კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიას სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი ესწრებოდა. კონკურსის მეათე წლისთავთან დაკავშირებით სრ ელჩმა მიულოცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სომეხთა კავშირს“ კონკურსის ყველა მონაწილეს, ასევე თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას პრეზიდენტის გიორგი თგემალაძის წარმომადგენლობით და ხაზი გაუსვა ამ უკანასკნელის წვლილსა და მხარდაჭერას აღნიშნული კონკურსის დაარსებასა და გაგრძელებაში.