სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს

სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სავარაუდოდ ეხება ეროვნული თანხმობის პროცესს. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრებს ესწრებიან პოლიტიკოსები:ხათუნა სამნიძე, ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ანა ნაცვლიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, მედეა მეტრეველი. ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

ცნობისთვის, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.