ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს, ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს. ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში…

Read More
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს გამოეხმაუროს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს და მასში გამოთქმულ…

Read More
მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ კოლეგასთან პატრიციო ბიანკისთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ სომეხ ხალხს კი კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა. საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. გამოითქვა არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა.ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი…

Read More
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან….

Read More
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის – საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი…

Read More
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   შეხვედრაზე მოისმინეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის წევრებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.   „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მისიაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური…

Read More
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს. “ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ…

Read More
ზურაბ აზარაშვილი  – ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება

ზურაბ აზარაშვილი – ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება

2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი, უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, 120 000-მდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, გაიზარდა ამ დახმარების…

Read More
რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა და ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი იყო 340 საწოლით. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე…

Read More
ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს

ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს, რომელიც UNFPA-ს საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა. მათივე ცნობით, UNFPA-ს საქართველოს ოფისსა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა…

Read More
თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

„თიბისი ფეი“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან „თიბისის“ ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 წლის წინ „თიბისი ფეიმ“ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი…

Read More
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„IDS ბორჯომი საქართველოში” განუცხადეს, გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, რაც მათთვის ანაზღაურების შემცირებას ეხებოდა. „მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს…

Read More
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო…

Read More
„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის – “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” და “ევექსის ჰოსპიტლების” თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მიიღო მონაწილეობა. „კერძოდ, „ევექსი ჰოსპიტლები“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმუშავებს. საგრანტო…

Read More
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება. ბლოკირების მექანიზმი კი კანონში ჩაიწერება. შესაბამისი ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” აისახება, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილა. პროექტით ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის. კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს…

Read More
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი –  რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით

კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი გაჩერდება. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. განახლებულ სადგურს „ქუთაისის აეროპორტი“ ეწოდა. ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და…

Read More
პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა, საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში 15 მაისამდე წარუდგინოს

პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა, საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში 15 მაისამდე წარუდგინოს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება,…

Read More
სალომე ზურაბიშვილი ნენსი პელოსის შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ნენსი პელოსის შეხვდა

ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა, რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო – ამერიკის მჭიდრო…

Read More
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს ეცნობა. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მათ პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის და შინაპატიმრობის ელექტორნული მონიტორინგის აღსრულებაზე ინფორმაცია მიაწოდა. „ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პირობით მსჯავრდებულებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას…

Read More
საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

წითელი ჯვრის არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვარი მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „წითელი ჯვრიდან“ აცნობეს, კონფერენციას 53 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. „ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ეროვნული საზოგადოება საქართველოში ერთდროულად ჩამოვა. კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს რეგიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა….

Read More
ჩირაღდნებით მსვლელობა ახალციხეში

ჩირაღდნებით მსვლელობა ახალციხეში

23 აპრილის საღამოს, განხორციელდა ჩირაღდნების მსვლელობა  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიიდან ქალაქის მარდის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩკარ-მემორიალთან. მსვლელობა, როგორც ყოველთვის ,გაიმართა ზორი ზორიანის სახელობის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით. მსვლელობას ასევე შეუერთდა ახალციხის რაიონის სოფლების ახალგაზრდობა . მსვლელობის მონაწილეებმა სომხეთის დროშებითა და ანთებული ჩირაღდნებით ავიდნენ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩკარ-მემორიალთან.  

Read More
იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გასცა, მოქალაქეებმა მეოთხე დოზა, პირველი „ბუსტერიდან“ 4 თვის შემდეგ გაიკეთონ. „იმუნიზაციის საბჭო გაიმართა, სადაც ყველა შესაბამისი სტრუქტურა მონაწილეობდა, რომელსაც ამ მხრივ…

Read More
გარემოსთვის – „ეფეს საქართველო“ “ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს

გარემოსთვის – „ეფეს საქართველო“ “ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს

„ეფეს საქართველომ“ „ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. „ნატახტარის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოს“, „ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიების ერთობლივი პროექტი…

Read More
კახა კალაძე ერევნის, აკრას და ტურინის ოფიციალურ დელეგაციებს შეხვდა

კახა კალაძე ერევნის, აკრას და ტურინის ოფიციალურ დელეგაციებს შეხვდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა აკრას მერთან ელიზაბეტ ნაა კვატსოე ტავია საკისთან, ასევე, ტურინისა და ერევნის მერის მოადგილეებთან- როსანა პურჩიასთან და ლევონ ჰოვანისიანთან. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრები წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მათი ინფორმაციით, მხარეებმა ქალაქების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები. „მიხარია თქვენი სტუმრობა თბილისში. ვფიქრობ,…

Read More
საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაყვება პაპუაშვილს უკრაინაში, თუმცა როგორც პაპუაშვილის კაბინეტიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ იქნებიან. ამავდროულად, ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში…

Read More
პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი, პირველი მოსმენით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. პროექტი სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს ეხება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულმა/გამოცემულმა სამართლებრივმა აქტმა ან განხორციელებულმა მოქმედებამ…

Read More
პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავს

პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავენ. კანონპროექტის განხილვა მმართველ გუნდს დაჩქარებული წესით სურდა, თუმცა 29 მარტის პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული…

Read More
რა სამუშაოებზე საქმდებიან სოციალურად დაუცველები, რომლებსაც მუშაობის სურვილი აქვთ – მთავრობის პროგრამის დეტალები

რა სამუშაოებზე საქმდებიან სოციალურად დაუცველები, რომლებსაც მუშაობის სურვილი აქვთ – მთავრობის პროგრამის დეტალები

სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან მოქალაქეებს 1-ელი მარტიდან შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ და ამავდროულად, სოციალური შემწეობაც შეინარჩუნონ. სხვადასხვა ტიპის, შიდა თუ გარე დასუფთავება, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, ტყის მონიტორინგი, მცირედი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ღობეების შეღებვა, ეს საზოგადოებრივი სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს სთავაზობს და ამაში მათთვის, ხელფასის სახით, დაუბეგრავად, 300 ლარს გადაიხდის. ვის და…

Read More