Headlines
კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება

კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს. უწყების ცნობით, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება. როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა შეფასდება და შედეგი ანაზღაურებაზე აისახება. „ის შემთხვევები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს

ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. „ინტერპრესნიუსი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის…

Read More
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იგეგმება ღონისძიება

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იგეგმება ღონისძიება

16 ივლისს 19:00 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის ციხე ავრცელებს. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას მხატვარი ნონა გიუნაშვილი გახსნის, რომელიც ახალციხის ციხის ისტორიას ქვიშის ხელოვნებით გააცოცხლებს. ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობას მიიღებენ   გვანცა გიგიბერია (საქსოფონი) , ია ყანჩაველი (ვიოლინო) და ასევე  დიჯეი თეო ხაზარაძე. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

Read More
GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ახალქალაქში საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს

GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ახალქალაქში საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს

GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ახალქალაქში საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს. „ჯიპას“ ინფორმაციით, პროექტის მონაწილეებმა ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა სოციალურ თემაზე მომზადებული 16 დოკუმენტური ფილმი წარადგინეს. „ საუკეთესოები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, საქდოკ ფილმის დამფუძნებელმა ანნა ძიაპშიპამ და Voice of America-ს სომხური სააგენტოს ჟურნალისტმა არუს აკობიანმა გამოავლინეს. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური პრიზები გადასცეს. GIPA Media Lab-ში…

Read More
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და თავდადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების შეფასებით, საქართველოს საჯარო მოხელეების მიერ შევსებული კითხვარი მაღალი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული….

Read More
რა ღონისძიებები ჩატარდება ,,ახალციხელობაზე”

რა ღონისძიებები ჩატარდება ,,ახალციხელობაზე”

ახალციხის მერია ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. მათი უმეტესობა ახალციხის ციხეზე გაიმართება. საღამო გალა კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება. დღის პროგრამა: 14:00 – 17:00 – სპორტული შეჯიბრებები 15:00 – 18:00 – მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 15:00 – 18:00 – ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 15:00 – 18:00 – ახალგაზრდული გასართობი და საგანმანათლებლო სივრცე: ახალგაზრდული აქტივობების პრეზენტაცია სამაგიდო…

Read More
შალვა პაპუაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. სილვიუ დომენტემ დადებითად შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და საქართველოს პარლამენტს- განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით და ისაუბრა 2017 წელს,…

Read More
„საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack-ს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack-ს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის მათზე მორგებული ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ქეშბექი შესთავაზა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს https://bit.ly/39xB4Od-დან, რეგისტრაციის დღიდან, პირველი ორი თვის განმავლობაში, Mastercard ბიზნეს ბარათით (იქნება ეს პლასტიკური თუ ციფრული) ეროვნულ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე Cashback-ის სახით მიიღებს გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 400 ლარს, თითოეულ…

Read More
რელიგიის სააგენტომ ჭადრაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა

რელიგიის სააგენტომ ჭადრაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციებში ჩართულ პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და ამ მიზნით, ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატების ჩატარებას რელიგიურ ორგანიზაციებს…

Read More
ეროვნული ბანკი – კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს

ეროვნული ბანკი – კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს

ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს – ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას…

Read More
ევროკავშირის მხარდაჭერით ფესტივალი „ამო წალკაში“ გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით ფესტივალი „ამო წალკაში“ გაიმართება

ფესტივალი „ამო წალკაში“ 11 ივნისს, 16:00 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება. “ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, ფესტივალი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში იმართება. ფესტივალს ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლები, ფერმერები, ბიზნესი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო, ადგილობრივი და სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. „ფესტივალის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების,…

Read More
ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს, ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს. ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში…

Read More
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს გამოეხმაუროს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს და მასში გამოთქმულ…

Read More
მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ კოლეგასთან პატრიციო ბიანკისთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ სომეხ ხალხს კი კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა. საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. გამოითქვა არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა.ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი…

Read More
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან….

Read More
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის – საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი…

Read More
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   შეხვედრაზე მოისმინეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის წევრებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.   „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მისიაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური…

Read More
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს. “ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ…

Read More
ზურაბ აზარაშვილი  – ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება

ზურაბ აზარაშვილი – ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება

2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი, უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, 120 000-მდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, გაიზარდა ამ დახმარების…

Read More
რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა და ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი იყო 340 საწოლით. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე…

Read More
ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს

ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს, რომელიც UNFPA-ს საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა. მათივე ცნობით, UNFPA-ს საქართველოს ოფისსა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა…

Read More
თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

„თიბისი ფეი“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან „თიბისის“ ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 წლის წინ „თიბისი ფეიმ“ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი…

Read More
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„IDS ბორჯომი საქართველოში” განუცხადეს, გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, რაც მათთვის ანაზღაურების შემცირებას ეხებოდა. „მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს…

Read More
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო…

Read More
„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის – “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” და “ევექსის ჰოსპიტლების” თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მიიღო მონაწილეობა. „კერძოდ, „ევექსი ჰოსპიტლები“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმუშავებს. საგრანტო…

Read More
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება. ბლოკირების მექანიზმი კი კანონში ჩაიწერება. შესაბამისი ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” აისახება, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილა. პროექტით ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის. კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს…

Read More
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი –  რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით

კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი გაჩერდება. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. განახლებულ სადგურს „ქუთაისის აეროპორტი“ ეწოდა. ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და…

Read More