ახალციხეში, რაბათში დღეს დაბინძურებული და ტალახიანი წყალი გადმოვიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დილით ისინი პრაქტიკულად ვერ სარგებლობდნენ სასმელი წყლით.
გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიაში აცხადებენ, რომ აუზის გარეცხვა და დეზინფექცია მოხდა, რის შედეგადაც მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას წინასწარ გაუგზავნეს შეტყობინებები. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ გაფრთხილება არ ყოფილა. ეს არის დასახლებული უბანი, სადაც მოსახლეობა წყალს ჯერ კიდევ გრაფიკით იღებს.