ახალციხეში დღეიდან საქალაქო ტრანსპორტი ფასიანი გახდა

ახალციხეში დღეიდან საქალაქო ტრანსპორტი ფასიანი გახდა

დღეს, 19 ივლისს, ახალციხეში  ახალმა ავტობუსებმა სოფლების მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება აწყურის, კლდის, მინაძის, მეორე შეხტის და ქალაქ ვალის მოსახლეობას.

ავტობუსებზე დამონტაჟებულია გადახდის მოწყობილობები. სოფლების მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო მეორე შახტაში და სოფელ მინაძემდე – 50 თეთრი. მგზავრობის საფასურის გადახდა მოქალაქეებს თიბისი ბანკის ბარათით შეეძლებათ. ქალაქის ირგვლივ მოძრაობის ღირებულება 0,50 თეთრია. სტუდენტები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ახალციხის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციარები სტუდენტები უფასოდ იმოგზაურებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ავტობუსი მუნიციპალიტეტს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ისინი თებერვალში ჩამოიყვანეს, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლებში მათ „მომზადებას“ თითქმის 6 თვე დასჭირდა.