რამდენიმე დღის წინ გაიმართა სიმღერის კონკურს-ფესტივალის “ჯავახეთის ხმა” პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე შემსრულებელმა ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალცხადან, ასპინძისა და წალკის რეგიონიდან. მოსმენები ახალქალაქში ფონდ ,,ჯავახეთის მხარდაჭერა”-ს ოფისში, ნინოწმინდაში კი საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში “რაფაელ ჯავახში” გაიმართა.
პროექტის ჟიურის წევრები იყვნენ ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ოპერის მომღერალი ალექსანდრე თამაზოვი, პიანისტი, კომპოზიტორი, ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი კარენ ანანიანი, კლასიკური მომღერალი, საიათ-ნოვას სახელობის მუსიკალური სკოლის ლექტორი შუშანიკ ჰოვჰანნისიანი, ჯავახეთის პოპულარული მომღერალი არმენ მკოიანი და ,,ჯავახეთის მხარდაჭერა”-ს სამეურვეო საბჭოს წევრი, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი ჰოვჰანნეს მუთაფიანი.