ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გარე განათების მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 150 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავენ – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გარე განათების სამუშაოებზე სახელმწიფო ტენდერი ორ ეტაპად გამოცხადდა. ანდაში, ანდრიაწმინდაში, ხეოთში, მუსხსა და ურაველში გარე განათებისთვის 65 000 ლარამდე, ხოლო ზიკილიაში, აწყურში, თისელში, ტყემლანში, გიორგიწმინდასა და წნისში 90 000 ლარამდეა დაგეგმილი.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან.
ორივე შესყიდვაზე წინადადებები მიიღება 14-დან 17 სექტემბრამდე.