გასულ თვეში სამცხე-ჯავახეთში ტყით სარგებლობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ამავე წყაროს ცნობით, სექტემბერში საქართველოს მასშტაბით ტყით უკანონო სარგებლობის 96 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 75 ხის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება, 21 – ხის უკანონო ჭრას და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას.