საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სადგურ „ჭარალის“ დაცვის პუნქტებში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.