სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა “COP16” კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკებები და დისკუსიები გამართა დელეგაციების მაღალ ლიდერებთან

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა “COP16” კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკებები და დისკუსიები გამართა დელეგაციების მაღალ ლიდერებთან

კოლუმბიის ქალაქ კალიში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა შეხვედრები გამართა ეკვადორის პრეზიდენტ დანიელ ნობოასთან, სურინამის პრეზიდენტ ჩან სანტოხთან, გვინეა-ბისაუს პრეზიდენტ ოუმარო სისოკო ემბალოსთან, ჰაიტის გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტთ ედგარ ლებლან ფილსთან და დელეგაციების მაღალჩინოსნებთან.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისში იუწყებიან,  განხილული იქნა კლიმატის ცვლილების გამოწვევების და ბიომრავალფეროვნების შემცირების გზებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკითხები. გაცვალეს აზრები სხვადასხვა გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე, უსაფრთხოების, კლიმატური და სხვა რეალობის, პრობლემებისა და მათი დასაძლევად საერთო დღის წესრიგის ფორმირების პერსპექტივაზე არსებულ პირობებში ყველა ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობაზე.

ასევე, საუბარი შეეხო ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს თანამედროვე რეალობის კონტექსტში, ეფექტური მექანიზმებისა და თეორიული საფუძვლების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიის მდგრად განვითარებას.