უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია 14 ნოემბერს შეხვდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ლასლო კიოვერის ხელმძღვანელობით.
როგორც სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში იუწყებიან, ლასლო კიოვერმა მადლობა გადაუხადა ალენ სიმონანს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები დიდი სტიმულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კი თავის მზრივ გადაუხადა მადლობა უნგრელ კოლეგას თბილი შეხვედრისათვის და მიიწვია მას ოფიციალური ვიზიტით სომხეთში.
წყაროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის, ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული ინტერესის საკითხების ფართო სპექტრი. ასევე შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს და აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების საკითხს, ასევე, დაათვალიერა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის შენობა და ჩანაწერი გააკეთა უნგრეთის პარლამენტის საპატიო სტუმრების რეესტრში.