19 ნოემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა მიიღო ესპანეთის სამეფოს ახლადდანიშნული ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში რიკარდო მარტინეს ვასკესი (რეზიდენცია: მოსკოვი) რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის გამო.
როგორც იუწყებიან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩ ვასკესს თანამდებობის დაკავება და უსურვა ქმედითი მუშაობა მისი საპასუხისმგებლო მისიის განხორციელებისას.
პარუირ ჰოვჰანნისიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ელჩი მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისათვის.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების სპექტრი. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას.
აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე პარუირ ჰოვჰანნისიანმა თანამოსაუბრეს გააცნო სომხური მხარის პოზიციები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესთან დაკავშირებით, ასევე წყაროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების სპექტრი. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას. აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე პარუირ ხოჰანისიანმა თანამოსაუბრეს გააცნო სომხური მხარის პოზიციები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესთან დაკავშირებით, ასევე სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებული „მშვიდობის გზაჯვარედინი” პროექტი. ასევე გაცვალეს იდეები საერთაშორისო და რეგიონულ რიგ სხვა საკითხებზე.