ვინ იმღერებს და რამდენს დახარჯავს ახალი წლის ღონისძიებისათვის ახალციხის მერია

ვინ იმღერებს და რამდენს დახარჯავს  ახალი წლის ღონისძიებისათვის  ახალციხის მერია

ახალციხეში 20-21 და 29 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 20 დეკემბერს ნუცა ბუზალაძე 18000 ლარად, მირზა მოდებაძე კი 8000 ლარად წარდგება.

21 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ზუკა ხუციშვილი 10 000 ლარს მიიღებს, 29 დეკემბერს კი ნიკოლშოუ 5000 ლარად წარდგება.

მთლიანობაში, მომღერლების დაქირავება ადგილობრივ ბიუჯეტს 41 ათასი ლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ ისიც, რომ ახალციხეში ნაძვის ხის ანთება 20 დეკემბერს იგეგმება.

 თბილისში ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს აპირებდნენ, თუმცა აქცია საზოგადოების პროტესტის გამო გადაიდო.