ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და მიესალმება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას.
ამის შესახებ კაია კალასმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ კარგი დისკუსიები გვქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა ამის მიღწევის შესაძლებლობა აქვთ. ასევე მინდა მივესალმო შეთანხმებას სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ტექსტის საბოლოო ვერსიაზე. „მოუთმენლად ველით შემდეგ ნაბიჯებს“, – განაცხადა კალასმა.