ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე N15 და N25 კორპუსების რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
როგორც მერიაში გვითხრეს, ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახლა ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა, თუმცა ორივე კორპუსზე ცალ-ცალკე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია ორი შენობის რესტავრაციისთვის 300 ათას ლარზე მეტის გამოყოფას აპირებდა. ახლა გამოცხადებული ტენდერების ღირებულების ჯამი იგივეა. მუნიციპალიტეტი ერთი კორპუსისთვის 200 ათას ლარამდე, მეორესთვის კი 106 ათას ლარამდე გამოყოფას გეგმავს.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერის გაყოფის მიზეზი ტენდერში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომობაა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიები იღებენ ვალდებულებას საცხოვრებელი კორპუსის ფასადების შეკეთება, სადარბაზოების აღჭურვა და კოდირებული კარების დამონტაჟება.