მთავრობა 15 მლნ ლარს აძლევს “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად

მთავრობა 15 მლნ ლარს აძლევს “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად


მთავრობა 15 მილიონ ლარს აძლევს “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად.

მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს. გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.