
ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნაზე – უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ინვესტიცია 93 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონამდე გაიზრდება
დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის” მხრიდან 2020 წლიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. „ ჩემთვის დიდი…