სოფლის მეურნეობის მინისტრი – ხორბალთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს, დაახლოებით, 50 ათასი ტონის მარაგია ქვეყანაში
ხორბალთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს. დაახლოებით, 50 ათასი ტონის მარაგია ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ხორბლისა და ფქვილის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ჩვენ გვაქვს დღემდე მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტული წინადადება….