
ამირან გამყრელიძე – ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან
ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაზუსტებულია, რომ ეს წამალი უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაზე უარის თქმა ან „ომიკრონზე“ ადაპტირებული…