
პარლამენტმა ინიციატივა დაამტკიცა, რომლითაც იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო ხდება
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო ხდება. ამასთან დაკავშირებით “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილები მესამე მოსმენით მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, კანონით უკვე ძალაშია შესული ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში…