Headlines
რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “რესპუბლიკის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მსვლელობას აწყობენ. სოლიდარობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც უერთდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყოველდღიურად უნდა გაიმართოს.

Read More
დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე…

Read More
პრემიერი კითხვაზე, განიხილავს თუ არა თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას – ვიხელმძღვანელებ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას, არასოდეს გავაკეთებ

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის იხელმძღვანელებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს…

Read More