
ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს —სამხარაულის ბიურო მეგა ბაქრაძის ექსპერტიზაზე
ახალციხელი მედდის მეგა ბაქრაძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა, თუ რა არის დღემდე ცნობილი ამ საქმის გამოძიების შესახებ. ამ დრომდე გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი კვლავ დაუდგენელია. დღეს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ქართველმა სპეციალისტებმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ახლა საკითხის შესასწავლად თურქეთიდან არის მოწვეული ალერგოლოგ-იმუნოლოგი. „ბიურომ მოიძია თურქი სპეციალისტი რეანიმატოლოგი და…