
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით. თბილისის მთავრობის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაევალა. „მოგეხსენებათ, რომ გაიხსნა ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური…