
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა მხარს დაუჭერენ
საპარლამენტო ოპოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, კენჭისყრაზე მის მხარდაჭერას მაინც გეგმავს. როგორც რეზოლუციის პროექტის განხილვისას „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის პროექტი არაკომპეტენტურადაა შედგენილი და მისი მხარდაჭერა შეურაცხმყოფელია. „უცნაურ დოკუმენტს გვთავაზობთ მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს დავუჭერ ამ დოკუმენტს, ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იცნობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს,…