
სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ვაჰაგნ ხაჩატურიანი აირჩია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 71-მა დეპუტატმა მიიღო და ყველა მათგანმა ხაჩატურიანის სასარგებლოდ მისცა ხმა.