
იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გასცა, მოქალაქეებმა მეოთხე დოზა, პირველი „ბუსტერიდან“ 4 თვის შემდეგ გაიკეთონ. „იმუნიზაციის საბჭო გაიმართა, სადაც ყველა შესაბამისი სტრუქტურა მონაწილეობდა, რომელსაც ამ მხრივ…