
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით
კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი გაჩერდება. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. განახლებულ სადგურს „ქუთაისის აეროპორტი“ ეწოდა. ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და…