Headlines
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან….

Read More
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის – საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი…

Read More
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   შეხვედრაზე მოისმინეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის წევრებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.   „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მისიაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური…

Read More
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს. “ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ…

Read More
ზურაბ აზარაშვილი  – ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება

ზურაბ აზარაშვილი – ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება

2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი, უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, 120 000-მდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, გაიზარდა ამ დახმარების…

Read More
რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა და ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი იყო 340 საწოლით. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე…

Read More
ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს

ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით – „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს, რომელიც UNFPA-ს საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა. მათივე ცნობით, UNFPA-ს საქართველოს ოფისსა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა…

Read More
თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

„თიბისი ფეი“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან „თიბისის“ ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 წლის წინ „თიბისი ფეიმ“ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი…

Read More
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„IDS ბორჯომი საქართველოში” განუცხადეს, გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, რაც მათთვის ანაზღაურების შემცირებას ეხებოდა. „მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს…

Read More
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო…

Read More
„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის – “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” და “ევექსის ჰოსპიტლების” თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მიიღო მონაწილეობა. „კერძოდ, „ევექსი ჰოსპიტლები“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმუშავებს. საგრანტო…

Read More
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება. ბლოკირების მექანიზმი კი კანონში ჩაიწერება. შესაბამისი ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” აისახება, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილა. პროექტით ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის. კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს…

Read More