
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა…