
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან….