
მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ კოლეგასთან პატრიციო ბიანკისთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა…