
ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა შეჩერებულია
ახალციხეში, დაახლოებით 11,5 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა შეჩერებულია. სამშენებლო კომპანიის Nanthon Sanjien Georgia-ს წარმომადგენლის თქმით, ფინანსური პრობლემების გამო კომპანიამ მშენებლობა შეწყვიტა და დაქირავებული პერსონალის ნაწილი გაათავისუფლა. ანა გელნავას თქმით, ფინანსური პრობლემების მიზეზი სამშენებლო მასალებზე გაძვირებაა. 2020 წლის აგვისტოში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხეში სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა,…