
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის,…