Headlines
თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება

„ქართული ოცნების” დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება. ტალიაშვილის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. საკითხს 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სესიაზე მიიღებს. თამარ ტალიაშვილს პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.

Read More
აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანს, დააბრუნოს თავისი ჯარები თავდაპირველ პოზიციებზე. ნედ ფრაისი

აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანს, დააბრუნოს თავისი ჯარები თავდაპირველ პოზიციებზე. ნედ ფრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი შეეხო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრას სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ჩვენთვის და სახელმწიფო მდივნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარის გაერთიანება“, – თქვა მან და გაიხსენა, რომ ეს იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირადი შეხვედრა ძალადობის ბოლო აფეთქების შემდეგ….

Read More
ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. ​შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის…

Read More
დავით სერგეენკო  სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელბეს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.   „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და იმ მზადყოფნას, რომელიც გამოვხატეთ ორივე მხარემ იმისათვის, რათა არსებული კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ურთიერთობები თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს და კიდევ უფრო…

Read More
ახალი სასწავლო წლიდან პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება – მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებს, კვირაში ერთხელ გაკვეთილს სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ

ახალი სასწავლო წლიდან პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება – მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებს, კვირაში ერთხელ გაკვეთილს სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ

2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის…

Read More
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა…

Read More
მოწინააღმდეგის  სროლის შედეგად წვევამდელმა სამხედრო მოსამსახურემ  სასიკვდილო ჭრილობა მიიღო: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგის სროლის შედეგად წვევამდელმა სამხედრო მოსამსახურემ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბრძოლო პოზიციაზე, 5 სექტემბერს, საღამოს, წინასწარი მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურემ მტრის გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გარდაცვალების ფაქტზე გარნიზონის საგამოძიებო განყოფილებაში მასალების ამზადებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს ამ მძიმე დანაკარგის მწუხარებას და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

Read More
უფასო სამედიცინო კონსულტაციები ახალციხეში

უფასო სამედიცინო კონსულტაციები ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Abbott-ის მხარდაჭერით, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, 2022 წლის 17 სექტემბერს მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. უფასო კონსულტაციები ჩატარდება შემდეგ მიმართულებებში: კარდიოლოგი ენდოკრინოლოგი ნევროლოგი ქირურგი პროქტოლოგი გასტროენტეროლოგი პედიატრი პაციენტების მიღება დაიწყება 12:00-დან 18:00 საათამდე, ახალციხეში, რუსთაველის 122-ში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. სარეგისტრაციო კითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე 551 87…

Read More
ფერსაში და აგარაში  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია იწყება

ფერსაში და აგარაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია იწყება

სახელმწიფოს  მასშტაბით დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი მიწის ნაკვეთი რჩება დაურეგისტრირებელი, იუწყება სახელმწიფო რეესტრის წარმომადგენელი. სწორედ ამ მიზეზით ამოქმედდა მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა. სახელმწიფო რეესტრის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მთავარი სპეციალისტი ანანო კაპანაძე ამბობს, რომ წელს დაგეგმილია მიწის დარეგისტრირება სოფლებში ახალციხეში, ფერსა და აგარაში, ხოლო სხვა სოფლების…

Read More