
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა…