Headlines
სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, – ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, შეხვედრა რუსეთის ინიციატივით გაიმართება. კრემლში აცხადებენ, რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების…

Read More
სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ხელშეწყობას…

Read More
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 112-ის მონაცემებით, ქალი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Read More
ბირთვული შეკავების ნატო-ს წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

ბირთვული შეკავების ნატო-ს წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

ბირთვული შეკავების ნატო-ს წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არის რუტინული, განმეორებადი სასწავლო აქტივობა და არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან”, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში….

Read More
„ივლიტის ტაძარს“ კვლავ ჩამონგრეული სახურავი აქვს – გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

„ივლიტის ტაძარს“ კვლავ ჩამონგრეული სახურავი აქვს – გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული 58 000 ლარის ოდენობის ტენდერის გამო ახალციხეში, სოფელ ივლიტაში მდებარე მრავალკონფესიური ეკლესიის რეაბილიტაცია კვლავ გადაიდო, რომელიც ითვალისწინებდა  პროექტის მომზადებას, ეკლესიის აღდგენის სავარაუდო დოკუმენტაციის გაფორმება. ტაძრის აღდგენის საბიუჯეტო ტენდერი მეორედ ჩაიშალა, პირველ ტენდერში კომპანია-მონაწილე დისკვალიფიცირებული იყო და ამჯერად მასში მონაწილეობა არავის მიუღია. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როდის გამოაცხადებს დეპარტამენტი მომდევნო…

Read More
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო   დეზინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო   დეზინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში უკვე მეორედ ავრცელებს დეზინფორმაციას. ამჯერად ამტკიცებს, რომ 10 ოქტომბერს სრ შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების  და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილის მიმართულებით. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია, მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

Read More
სამინისტრო – ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება

სამინისტრო – ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ…

Read More
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა  კვლავ დაარღვიეს  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

5 ოქტომბერს, 19:40-20:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი შაშხანებით ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხური სამხედრო პოზიციების მიმართულებით.

Read More