
სამინისტრო – ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ…