Headlines
უკრაინის საელჩომ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის წარმომადგენლებს სამადლობელო სიგელები გადასცა

უკრაინის საელჩომ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის წარმომადგენლებს სამადლობელო სიგელები გადასცა

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმდომარე ირაკლი კაჭარავა, აღმასრულებელი დირექტორი ანა ჯალაღონია და სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი მარიკა არევაძე საქართველოში უკრაინის საელჩომ სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩომ მიმდინარე წელი შეაჯამა და უკრაინის მეგობარ პირებს სამადლობელო სიგელები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში საელჩოს სახელით გამოხატეს მადლიერება უკრაინისათვის მძიმე პერიოდში ქვეყნისა და უკრაინის…

Read More
PSP განცხადებას ავრცელებს

PSP განცხადებას ავრცელებს

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრომაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს,…

Read More
ქ. ახალციხის N7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება ახალი პარკის მოწყობა

ქ. ახალციხის N7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება ახალი პარკის მოწყობა

ახალციხის მერიამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, N 7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სათამაშო მოედნისა და ბილიკების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ფინანსდება. პროექტი ითვალისწინებს სათამაშო მოედნისა და ბილიკების მოწყობას. ბილიკები მოასფალტდება, მოეწყობა ბორდიურები. სათამაშო მოედანი, დაფარული რეზინის საფარით. ადგილზე ასევე განთავსდება სკამები. ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – ОДКБ-ს დაარსებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ სამწუხაროდ, საიუბილეო განწყობაზე არ ვართ – ამ ორგანიზაციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ

ნიკოლ ფაშინიანი – ОДКБ-ს დაარსებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ სამწუხაროდ, საიუბილეო განწყობაზე არ ვართ – ამ ორგანიზაციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრები გაიმართა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ყურადღება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე გაამახვილა და მწუხარება გამოთქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა სომხეთს ვერ დაეხმარა აზერბაიჯანისგან თავი დაეცვა. „სამწუხაროა, რომ ორგანიზაციაში…

Read More
ხვალ განიხილება ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტი

ხვალ განიხილება ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით შესაძლოა 2 მილიონი ლარით გაიზარდოს და 28 მილიონ 500 ათასზე მეტი შეადგინოს – მონაცემები მოცემულია  2023 წლის ბიუჯეტის პროექტში. ახალციხის საკრებულო მერიიდან მიღებულ ბიუჯეტის პროექტს ხვალ 17:00 საათზე განიხილავს და შემდგომ დასამტკიცებლად და დასაზუსტებლად მერიას გადაუგზავნის.

Read More
18 ნოემბრიდან ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

18 ნოემბრიდან ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთზე, საჭიროა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღეგამოშვებით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. მონაკვეთის ჩაკეტვის…

Read More
ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს. “დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ…

Read More
ახალციხის ციხეზე გამოფენა მოეწყო

ახალციხის ციხეზე გამოფენა მოეწყო

დღეს ახალცკის ციხის საკონფერენციო დარბაზში „ციტადელში“ მხატვრისა და გრაფიკოსის გიორგი თანდაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელზეც 30-მდე გრაფიკული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. როგორც გიორგი თანდაშვილმა განაცხადა, მომავალ წელს ის ახალციხეს ახალი სამუშაოებითა და ახალი კონცეფციით კვლავ ეწვევა.

Read More
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიულ – სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს….

Read More
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს…

Read More
„ქართული ოცნების“ დატოვებული დეპუტატები ახალციხის საკრებულოში თანამდებობებს დაუბრუნდნენ

„ქართული ოცნების“ დატოვებული დეპუტატები ახალციხის საკრებულოში თანამდებობებს დაუბრუნდნენ

დღეს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ხელახლა აირჩიეს საბა კბილაშვილი, რომელმაც 11 ივლისს პოსტი და პარტია „ქართული ოცნება“ „აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის“ დატოვა და საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ზალას“ შეუერთდა. კბილაშვილის კანდიდატურა დღევანდელ ფარულ სხდომაზე თავმჯდომარემ დავით ლომიძემ წარადგინა და ის ხმების უმრავლესობით წინა თანამდებობას დაუბრუნდა. ახალციხის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით ახალკაცის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება გახდა…

Read More
ახალი ბიზნესის რეგისტრაცია „თიბისი“ ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ

ახალი ბიზნესის რეგისტრაცია „თიბისი“ ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ

“თიბისი” მეწარმეებს, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, უკვე შესაძლებელია კომპანიის დარეგისტრირება საქართველოს შემდეგ ქალაქებში მდებარე „თიბისის“ ფილიალებში: გორი, ბათუმი, ქუთაისი. ხოლო თბილისის 50 ფილიალში კომპანიის რეგისტრაცია 2022 წლის დასაწყისიდან არის შესაძლებელი. როგორც „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი, ვეფხია ლომინაშვილი განმარტავს, „თიბისის“ მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ეს…

Read More