
ნიკოლ ფაშინიანი – ОДКБ-ს დაარსებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ სამწუხაროდ, საიუბილეო განწყობაზე არ ვართ – ამ ორგანიზაციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ
სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრები გაიმართა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ყურადღება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე გაამახვილა და მწუხარება გამოთქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა სომხეთს ვერ დაეხმარა აზერბაიჯანისგან თავი დაეცვა. „სამწუხაროა, რომ ორგანიზაციაში…