
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება, რომელიც დღეს არსებული ჩანაწერით 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების საკითხზე განმარტებები გააკეთა. „მინდა დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული ცვლილებების პროექტის შესახებ. პირველ რიგში, ხდება გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათების გადავადება,…