
ევროკავშირის მხარდაჭერით ფესტივალი „ამო წალკაში“ გაიმართება
ფესტივალი „ამო წალკაში“ 11 ივნისს, 16:00 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება. “ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, ფესტივალი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში იმართება. ფესტივალს ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლები, ფერმერები, ბიზნესი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო, ადგილობრივი და სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. „ფესტივალის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების,…