
რა სამუშაოებზე საქმდებიან სოციალურად დაუცველები, რომლებსაც მუშაობის სურვილი აქვთ – მთავრობის პროგრამის დეტალები
სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან მოქალაქეებს 1-ელი მარტიდან შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ და ამავდროულად, სოციალური შემწეობაც შეინარჩუნონ. სხვადასხვა ტიპის, შიდა თუ გარე დასუფთავება, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, ტყის მონიტორინგი, მცირედი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ღობეების შეღებვა, ეს საზოგადოებრივი სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს სთავაზობს და ამაში მათთვის, ხელფასის სახით, დაუბეგრავად, 300 ლარს გადაიხდის. ვის და…