
პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ. განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების…