
სოფლის განვითარების სააგენტომ ახალქალაქის ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა წარუდგინა
დღეს, 14 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრების შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისა და დაფინანსების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ. როგორც მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს, ახალქალაქში ბენეფიციარებს შეუძლიათ შექმნან კოოპერატივი 5 წევრისგან და საერთო მიწის ფართობი უნდა იყოს…