Headlines
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამის ფესტივალი იწყება

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამის ფესტივალი იწყება

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ნაციონალური დრამის მე-7 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალი 15 მაისს დაიწყება და 2 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მსახიობები მიიღებენ. ფესტივალი  „თავისუფალი თეატრი“ სპექტაკლით გაიხსნება.

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. “საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება…

Read More
გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პრაქტიკული შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პრაქტიკული შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, ყველა საკითხი ზოგადი განათლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში დამუშავდა. „მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა; პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა; პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის…

Read More
კანადა ღრმად  შეშფოთებულია  ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს შექმნის გამო

კანადა ღრმად შეშფოთებულია ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს შექმნის გამო

კანადა ღრმად  შეშფოთებულია ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს შექმნის გამო ,  რომელიც არის ერთადერთი სახმელეთო კავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რეგიონს შორის. ეს ქმედება აშკარად ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და სტაბილურობას მთელს რეგიონში. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას განაახლოს ლაჩინის დერეფანი. ის უნდა დარჩეს ღია და შეუფერხებელი, რათა უზრუნველყოს ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების თავისუფლება. კანადა მოუწოდებს ორივე…

Read More
აზერბაიჯანის ქმედებები ლაჩინის დერეფანზე ეწინააღმდეგება ევროკავშირს: ბორელი

აზერბაიჯანის ქმედებები ლაჩინის დერეფანზე ეწინააღმდეგება ევროკავშირს: ბორელი

აზერბაიჯანის ქმედებები ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დაყენების თაობაზე ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას რეგიონში დაძაბულობის შემცირების შესახებ. ამის შესახებ ორშაბათს ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ აზერბაიჯანის ცალმხრივი გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მოწოდებას დაძაბულობის შემცირების შესახებ“, – განაცხადა ბორელმა. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად…

Read More
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა…

Read More
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, იქროლებს ძლიერი ქარი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, იქროლებს ძლიერი ქარი

20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება,…

Read More
სომხეთისთვის მისაღებია ევროკავშირის წინადადება შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანთან 1991 წელს არსებული საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის შესახებ

სომხეთისთვის მისაღებია ევროკავშირის წინადადება შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანთან 1991 წელს არსებული საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის შესახებ

ირანი მიესალმება ევროკავშირის განცხადებას აზერბაიჯანთან 1991 წლის საზღვრის პატივისცემის შესახებ და მზად არის გადავიდეს შეიარაღებული ძალების ამ საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის გადაწყვეტაზე, როგორც ამას ევროკავშირი გვთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შესავალ სიტყვაში განაცხადა. „სასაზღვრო სიტუაციის პოლიტიკური შეფასების კუთხით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღეს გავრცელებული გზავნილი, სადაც ხაზგასმულია 1991 წლის სასაზღვრო ხაზი….

Read More
თავდაცვის სამინისტრო – ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტრო – ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. „კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად…

Read More
აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების ნათესავებმა საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს

აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების ნათესავებმა საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს

აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სამხედროების ნათესავებმა სომხეთში საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს. ტყვეობაში მყოფი სამხედროების ნათესავებმა საბაჟო პუნტქ “ბავრამდე” მიმავალი გზა ჩაკეტეს, ჟურნალისტებთან საუბარში დემონსტრანტებმა აღნიშნეს, რომ მათი ნათესავები ტყვეობაში უკვე 860 დღე იმყოფებიან. “ვითხოვთ ჩვენს ბავშვებს. მთელი ეს დრო გვატყუებდნენ, მეტი შეუძლებელია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოცემასთან საუბარში. ბაქოს მიერ  ცნობებით, აზერბაიჯანის ციხეებში 38 სომეხი ტყვე იმყოფება….

Read More
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სამწლიანი პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება კონსორციუმის მეშვეობით, რომელშიც საქართველოს…

Read More
ირაკლი ქარსელაძე-სომეხ კოლეგასთან ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს

ირაკლი ქარსელაძე-სომეხ კოლეგასთან ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის ის ასპექტები მიმოვიხილეთ, რომელიც როგორც რეგიონულ და ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება, ასევე შემდგომ ურთიერთთანამშრომლობას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, გნელ სანოსიანთან მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ,,მემორანდუმი…

Read More
პოლონეთი სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩართულობის გაფართოებას გეგმავს

პოლონეთი სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩართულობის გაფართოებას გეგმავს

3 აპრილს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა მიიღო დელეგაცია პოლონეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის რადოსლავ ფოგიელის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ     სომხეთის ეროვნული კრების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტიდან ოუწყებიან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიური განვითარება დაფიქსირდა. სომხეთის პარლამენტის სპიკერმა  აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფორმატია სომხეთ-პოლონეთის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, რაც ხაზი გაუსვა ორი პარლამენტის მეგობარ…

Read More