
გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და პარტნიორობის გაფართოების გეგმები განიხილა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევით განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გიორგი ამილახვარის თქმით, ქვეყნებს შორის წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენს ფრანგულ-ქართული…