
„World Vision საქართველო” COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს
„World Vision საქართველომ“ პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობის და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს. პროექტი „World Vision საქართველოსა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მათივე ცნობით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად დაზარალდა…